რა ვითარებაა ახლა ირკუტსკის სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი გარდაიცვალა

ირკუტსკის სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინია

ირკუტსკის სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინია. მიზეზი შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებაა.

რუსეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პაციენტი დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მედია შავი ჭირის სავარაუდო გავრცელებაზე წერს. ამ დროისთვის, იზოლირებულია 200-მდე პირი, კლინიკებში კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

ვითარებას თეთრი სახლი ეხმაურება. დონალდ ტრამპმა რუსეთს ინფექციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა. პარალელურად, შესაძლო ეპიდემიის პრევენციის მიზნით, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცრეს.

✕