რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი - უცნობი ბიოგრაფიული ცნობები
1741250816
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა უფრო უადვილდება. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რუსეთი კი უკრაინაზე მასირებული თავდასხმებით ადასტურებს, რომ მშვიდობა არ სურს.
„რუსეთის ყოველდღიური ახალი დარტყმები და თავად რეალობა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი უნდა აიძულო მშვიდობისკენ, რათა შეწყდეს ომი. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. მომდევნო კვირას იქნება ძალიან ბევრი სამუშაო აქ, ევროპაში, ამერიკასთან, საუდის არაბეთში. ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და გავამყაროთ უსაფრთხოების საფუძვლები. დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე გრძელდება ყველაზე ინტენსიური მუშაობა ტრამპის გუნდთან. ბევრი ზარია, თემატიკა გასაგებია - მშვიდობა, რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოება, რაც შეიძლება სანდო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობა უფრო რთულად ეჩვენება, ვიდრე რუსეთთან.