გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ამერიკის შეერთებული შტატების ინდიანას შტატის სასამართლომ, 13 და 14 წლის მოზარდი გოგონების მკვლელობაში ბრალდებულ 52 წლის რიჩარდ ალენს 130-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ალენი 2022 წელს დააკავეს, თუმცა დანაშაული 2017 წელს მოხდა. მოზარდების ცხედრები ქალაქ დელფის მახლობლად, მიტოვებული სარკინიგზო ხიდის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
დანაშაული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა წლების განმავლობაში მისი გახსნა ვერ ხერხდებოდა. დანაშაულის მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთი მსხვერპლის ტელეფონში ჩაწერილი აუდიო და ფოტომასალა გახდა, სადაც სავარაუდო დამნაშავის ხმა და გამოსახულება იყო დაფიქსირებული.
აუდიოჩანაწერში ისმის, რომ მამაკაცი გოგონებს ეუბნება სიტყვებს: "ჩამოდით ბორცვიდან". ამასთან, გოგონამ მოახერხა ფოტო გადაეღო მამაკაცისთვის, რომელიც რომელიც ბილიკის მახლობლად გადაადგილდებოდა.
მსჯავრდადებულს თითოეულ მსხვერპლზე 65-წლიანი სასჯელი შეეფარდა.
რიჩარდ ალენი თავდაპირველად 2017 წელს, მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა მისი წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება მხოლოდ 2022 წელს მოხერხდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი გაუსროლელი ტყვია მის იარაღს დაუკავშირეს.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა ციხეში ჩაწერილი აღიარებები წარმოადგინეს, დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ალენი ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდა და მისი აღიარება შეუსაბამო მდგომარეობაში გაკეთდა.