რა ხდება ტრაგედიის ადგილზე - ავეჯის საწარმოს შენობაში ვერტმფრენი ჩავარდა (აშშ)

კადრები ტრაგედიის ადგილიდან

სამხრეთ კალიფორნიაში, ავეჯის საწარმოს შენობაში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩავარდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 18 ადამიანი.

ფულერტონის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერ უცნობია, დაღუპულები ვერტმფრენში მჯდომი ადამიანები არიან თუ ჩამოვარდნის ადგილზე მყოფი პირები.

არსებული ინფორმაციით, პილოტმა აცნობა შესაბამის სამსახურს, რომ აპირებდა ავარიულ დაშვებას, მაგრამ ჯერ უცნობია, რა იყო თვითმფრინავის პრობლემა.