ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის, საერთო საკუთრებაში არსებული ფრანგული შატოს („მირავალი") წილის გაყიდვაში ადანაშაულებს.
The Daily Mail-ის ცნობით, ანჯელინა ჯოლიმ შატო „მირავალის“ ვენახების წილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას მიჰყიდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, იური შეფლერი ფლობს. იური შეფლერი გლობალური ჰოლდინგის, SPI Group-ის მფლობელია, რომელიც ალკოჰოლს (მათ შორის რუსულ არაყს „სტოლიჩნაიას“) 170-მდე ქვეყანაში ყიდის.
ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ ჯოლის ამ გზით მისთვის ზიანის მიყენება უნდოდა.
„ჯოლი ძალიან გაბრაზებული იყო, მას შურისძიება უნდოდა“,- უთხრა წყარომ The Daily Mail-ის.
„ჯოლის უნდოდა წილი ისე გაეყიდა, რომ ბრედს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა და სრულ გაუგებრობაში ყოფილიყო. მან პიტის უფლებების განზრახ შელახა. მას ყოფილი ქმრისთვის ზიანის მიყენება უნდოდა. ანჯელინა დარწმუნებული იყო რომ შეფლერი და მისი მოკავშირეები პიტის ბიზნესზე სრულ კონტროლს დაამყარებდნენ და მის საქმიანობას ხელს შეუშლიდნენ. და რეალურად ასეც მოხდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შეფლერმა „მირავალის“ წილი შეიძინა, მან მაშინვე შეუტია ღვინის ბიზნესს, ცდილობდა კონფიდენციალური ინფორმაციაზე წვდომა მოეპოვებინა და ის კონკურენტი საწარმოსთვის გადაეცა. შეფლერის ქმედებები ფრანგული შატოს რეპუტაციას, რომლის აშენებასაც პიტმა წლები დაახარჯა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს ყველაფერი ჯოლის საქციელის შედეგია. ანჯელინა თავისი ქმედებით ცდილობდა პიტი ეიძულებინა დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა ისეთ ბიზნესმენთან რომელსაც ცუდი ზრახვები აქვს“,- ნათქვამია The Daily Mail-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტაციაში.
ფრანგული შატო წყვილმა ერთად შეიძინა და 2014 წელს ქორწილიც სწორედ ამ ადგილას გადაიხადა. პიტის განცხადებით, ის და ანჯელინა შეთანხმდნენ, რომ თავიანთ წილებს, ერთმანეთის ნებართვის გარეშე, არ გაყიდდნენ.
ბრედ პიტის ადვოკატების განცხადებით, შატო „მირავალი“, სწორედ მსახიობის ხელმძღვანელობით განვითარდა და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ფრანგული შატო მსოფლიოში ვარდისფერი ღვინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საწარმოდ ითვლება.
როგორც Daily Mail-ი წერს, ფრანგული შატოს წარმატებას შეფლერი წლების განმავლობაში შორიდან უყურებდა. „მირავალის“ წილის შეძენის სურვილი პირველად შეფლერმა 2016 წელს მას შემდეგ გამოთქვა, რაც მედია პიტისა და ანჯელინას დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ტაბლოიდის ცნობით, მაშინ შეფლერმა პიტს 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ბრედმა უარი უთხრა. მეორედ შეფლერმა პიტს იგივე მიზნით 2021 წელს მიაკითხა, თუმცა მსახიობისგან იგივე პასუხი მიიღო.
„ჯოლიმ გადაწყვიტა თავისი წილი ისეთი უცხო ადამიანისთვის მიეყიდა, რომელსაც პიტმა რამდენჯერმე უთხრა უარი. ჯოლი და შეფლერი ფარულად მართავდნენ მოლაპარაკებებს, რომლის შესახებაც პიტმა არაფერი იცოდა“,- ამბობენ ბრედ პიტის ადვოკატები.
მათივე თქმით, შეფლერს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
„შეფლერი პუტინის ახლო წრეში მყოფ ადამიანებთან პირად და პროფესიულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს“,- აცხადებენ ბრედ პიტის ადვოკატები.
იური შეფლერი რუსეთის ქალაქ ორიოლში დაიბადა. მას დამთავრებული აქვს პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი. SPI Group-ი მან 1997 წელს დააარსა.
შეფლერი იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ლატვიაში გადასულიყო მას შემდეგ, რაც ალკოჰოლური ბრენდის „სტოლიჩნაია ვოდკას“ მითვისებაში დაადანაშაულეს. Forbes-ი ცნობით, 1997 წელს შეფლერმა ბრენდი რუსული სახელმწიფო კომპანიისგან, VVO Soyuzplodoimport-სგან 285 000 აშშ დოლარად შეიძინა. თუმცა, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ შესყიდვა უკანონოდ მიიჩნია და შეფლერს ქვეყნის შიგნით არყის გაყიდვა აუკრძალა. 2002 წელს შეფლერი ლატვიიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთი გადავიდა.
SPI Group- ი ალკოჰოლს მსოფლიო მასშტაბით 170-მდე ქვეყანაში ყიდის. მათ შორისაა ისეთი სასმელები როგორებიცაა : Stoli Vodka, Elit Vodka, Bayou Rum, Gator Bite Rum Liqueurs, Cenote Tequila და Se Busca Mezcal.
შეფლერი ასევე ფლობს ვენახებს ესპანეთსა და იტალიაში.
შეფლერი დაქორწინებულია Victoria’s Secret-ის რუს მოდელზე, ტატიანა კოვილინაზე. მათ 4 შვილი ჰყავთ. ტატიანა პოზირებდა ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Ann Taylor, Calvin Klein Jeans, Cole Haan და Givenchy. ის ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და ინსტაგრამზე გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს.
ის ფლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტას, რომელიც 2015 წელს 500 მილიონ დოლარად გაყიდა.
შეფლერი დიდ ბრიტანეთში მრავალმილიონიან სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 2005 წელს 11 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. უზარმაზარი ვილა აღჭურვილია 7 საძინებლით, 8 აბაზანით, 2 სამზარეულოთი, ორანჟერეათი, საცურაო კომპლექსით, სპორტული დარბაზებით, საუნათი, სოლარიუმითა და პარკინგით.