3 თვეში რუსეთი 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის საქართველოში 38 281 რუსი შევიდა - უცხოური მედია

რუსი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სტატისტიკის მიხედვით,  2022 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანა თითქმის 4 მილიონმა რუსმა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ჩავიდნენ.

უფრო კონკრეტულად კი, სომხეთში მიმდინარე წლის დასაწყისში 44 586 რუსი ჩავიდა, რაც ასევე გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

საქართველომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 38 281 რუსეთის მოქალაქე მიიღო, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

ესტონეთში 125,426 რუსი ჩავიდა, ლატვიაში 25 568, ხოლო ლიეტუვაში 48 197. რაც შეეხება ყაზახეთს, ქვეყანას  204 947 რუსი ეწვია.

ამავე ინფორმაციით, უმნიშვნელოდ გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ.