„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
მუქი წრეები თვალების ქვეშ ღამით ხშირი სიფხიზლის, ემოციური არასტაბილურობისა და თვალის დაღლილობის შედეგად ჩნდება, თუმცა ამას შესაძლოა სხვა გამომწვევი მიზეზებიც ჰქონდეს, წერს პორტალი Sina ტრადიციული ჩინური მედიცინის სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, თვალებქვეშ მუქი წრეები ასევე შეიძლება იყოს დაბერების ნიშანი. გარდა ამისა, მეტყველებდეს:
ვენური სისხლნაკადის შენელებაზე,
თვალების ირგვლივ კანის ერითროციტების ჟანგბადით ცუდად მომარაგებაზე, ვენურ სისხლძარღვებში ნახშირორჟანგისა და მეტაბოლური ნარჩენების ჭარბად დაგროვებაზე,
ქრონიკულ ჰიპოქსიაზე;
ქრონიკულ რინიტზე,
ქრონიკულ გასტრიტზე,
ღვიძლის ქრონიკულ დაავადებაზე,
არარეგულარულ მენსტრუაციაზე;
საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევებში სისხლი მუქდება, ჩერდება და თვალების ირგვლივ სილურჯეს იწვევს, რომელსაც ხშირად სისხლჩაქცევას ვუწოდებთ. ეს სილურჯეები ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, ვინაიდან თვალების ირგვლივ კანქვეშა ცხიმის ფენა თხელდება.
შესაბამისად, თუ ადამიანს ძილისა და დასვენების პრობლემები არ აქვს და არც სტრესები აწუხებს, თვალქვეშა სილურჯეებმა უნდა გააფაციცოს. ასეთმა პაციენტმა არ უნდა გადადოს ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევის ჩატარება.