გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
1746219548
კასეტური ბომბები ე.წ. არაჰუმანური საბრძოლო მასალის ტიპს განეკუთვნება, რის გამოც ამგვარი ბომბების გამოყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.
”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელი კავკასიაში გიორგი გოგია ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც კასეტური ბომბების გამოყენებას ახლავს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში:
”ორმაგი მოქმედება აქვს. ანუ ერთი, რომ ძალიან დიდი არეალი აქვს დაზიანების, მეორე ის, რომ, ვთქვათ, რჩება აუფეთქებელი ნაწილაკები ამ კასეტური ბომბისა, რომელიც იქცევა ეგრეთწოდებულ ნაღმებად.”
კასეტური ბომბების შესახებ 2008 წლის კონვენციას, რომელსაც 100-ზე მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს, მაშინ უკრაინა და რუსეთი არ შეერთებიან.
საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა კრძალავს კასეტური ბომბების მსგავს იარაღს, რომელსაც ადამიანთა განურჩეველი განადგურება შეუძლია. მსგავსი განურჩეველი თავდასხმები, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა ან დაშავება მოსდევს, ომის დანაშაულს წარმოადგენს.
რა არის კასეტური საბრძოლო მასალები
კასეტური საბრძოლო მასალები ეწოდება ჰაერიდან ჩამოგდებულ ან მიწიდან გაშვებულ აფეთქებითი მოქმედების შეიარაღებას, რომელიც გამოყოფს ან გამოტყორცნის უფრო მცირე გაბარიტის საბრძოლო მასალებს. ხშირად, ესენი არიან კასეტური ბომბები, რომელიც გამოტყორცნის ბევრ პატარა ბომბებს, რომლებიც თავის მხრივ, გამიზნულია, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობისა მოსაკლავად და საბრძოლო მანქანების დასაზიანებლად. სხვა ტიპის კასეტური საბრძოლო მასალები გამიზნულია ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების ან ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გასანადგურებლად, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღების გასავრცელებლად ან ნაღმების მიმოსაფანტად.
რადგან კასეტური ბომბები, გამოყოფენ ბევრ პატარა ზომის ბომბებს-დიდ ტერიტორიაზე, ისინი დიდ რისკს უქმნიან სამოქალაქო პირებს, როგორც ომის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მათი გამოყენების შედეგად, მუდმივად რჩებოდა აუფეთქებელი ბომბების დიდი რაოდენობა, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო პირებისთვის. მაგ. ვიეტნამში, დღესაც კვდებიან ადამიანები, კასეტური ბომბების აფეთქების გამო, რომელიც დატოვეს ამერიკელმა და ვიეტნამელმა შეიარაღებულმა ძალებმა.
პირველი კასეტური ბომბი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის მიერ Sprengbombe Dickwandig 2 კგ სახით, რომელსაც ასევე ეძახდნენ „ბომბი-პეპელა“-ს, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ტექნოლოგია, დამოუკიდებლად შეიმუშავეს შეერთებულ შტატებში, რუსეთში და იტალიაშიც.
1970-1990 წლებში, კასეტური ბომბები, ბევრი ქვეყნისთვის გახდა სტანდარტული საავიაციო საბრძოლო მასალა.
საარტილერიო ჭურვები, რომლებიც იყენებენ მსგავს პრინციპს, არსებობს უკვე რამოდენიმე ათეული წელი. მათ ეძახიან ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებულ ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას. შეერთებული შტატებში, მათ სამხედრო ჟარგონიც აქვთ, კერძოდ მათ ეძახიან “ფეიერვერკებს” და “ბატი-ბუტებს” .
კასეტური ბომბების ტიპები
კასეტური ბომბი შედგება ჭურვის კორპუსისგან, რომელსაც შიგნით აქვს ცარიელი ადგილი და ამ ადგილას თავსდება დიდი რაოდენობით (ხშირად 2000-ზე მეტი) მცირე ზომის ბომბები. მათი ჩამოგდება შესაძლებელია მოხდეს თვითმფრინავებიდან, პარაშუტების საშუალებით.
თანამედროვე კასეტური ბომბები, ხშირად მრავალ-მიზნობრივ იარაღებს წარმოადგენენ და შეიძლება ერთდროულად შეიცავდნენ როგორც პირადი შემადგენლობის საწინააღმდეგო, ისე ჯავშანსაწინააღმდეგო, ცეცხლგამჩენ და ანტი-მატერიულ საბრძოლო მასალებსაც.
ცეცხლგამჩენი
ცეცხლგამჩენი კასეტური ბომბები, როგორც ტერმინიდან ჩანს, იწვევენ ცეცხლის გაჩენას. ისინი სპეციალურად ამ მიზნით არიან შექმნილები და შეიცავს მცირე გაბარიტის საბრძოლო მასალებს, რომლებიც სავსეა თეთრი ფოსფორით ან ნაპალმით (ცეცხლგამჩენი ნარევი) და ზოგჯერ, მოთავსებულია ქვეითთა და ჯავშანსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებიც, რათა ხელი შეუშალონ ცეცხლჩამქრობ ქმედებებს. ქალაქებში მათი გამოყენების წინ, ხშირად, ქალაქს ჩვეულებრივი ბომბებით ბომბავენ, რათა დააზიანონ შენობები და გამოაჩინონ ადვილად წვადი ნივთები. ცეცხლგამჩენი კასეტური ბომბების ერთ ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი -„ротативно-рассеивающая авиационная бомба“ , რომელიც პირველად გამოიყენეს ზამთრის ომში (1939-40) ფინეთის წინააღმდეგ.
ქვეითსაწინააღმდეგო
ქვეითსაწინააღმდეგო კასეტური ბომბები იყენებს ბომბის გასკდომის შედეგად წარმოქმნილ ნამსხვრევებს უჯავშნო სამიზნეების დასაზიანებლად. ცეცხლგამჩენ კასეტურ ბომბებთან ერთად, ესენი იყვნენ ერთ ერთი პირველი ტიპის კასეტური ბომბები, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამოუშვა გერმანიამ. მათ იყენებდნენ კონტაქტურ ამფეთქებთან ერთად, სანგრებზე შეტევის დროს. ამ ტიპის კასეტური ბომბები ყვველაზე დიდი რაოდენობით გამოყენებულ იქნა ვიეტნამის ომში.
ტანკ-საწინააღმდეგო
უმეტესობა ჯავშანსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალები შეიცავს კუმულაციურ ტანკსაწინააღმდეგო ქობინებს (კუმულაციურია ქობინი, რომელიც აფეთქების ეფექტს აძლიერებს, მისი გარკვეული მიმართულებით კონცენტრაციის საშუალებით), რათა ტანკებისა და სხვა შეჯავშნული საბრძოლო მანქანების ჯავშანი გახვრიტოს. ზოგ შემთხვევაში მართვის სისტემები გამოიყენება, მოხვედრის შანსის გასაზრდელად.
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკის საწინააღმდეგო
ეს ისეთი კასეტური საბრძოლო მასალებია, რომლებსაც შეუძიათ ბეტონის გავლა, სანამ აფეთქდებიან, რაც ბილიკზე ქმნის ნამტვრევებს და ღრმულებს. ასეთი ტიპის იარაღის მაგალითია ბრიტანული JP233, რომელსაც აქვს ორ-საფეხურიანი ქობინი, რომელიც აერთიანებს კუმულაციურ მუხტს და ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მუხტს. კუმულაციური მუხტი გამოიყენება ბეტონის ზედაპირის გასახვრეტად, ხოლო ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მუხტი გამოიყენება ბეტონის შიგნიდან ასაფეთქებლად, რაც წარმოქმნის დიდ ღრმულებს.
ნაღმების გამავრცელებელი
ასეთი ტიპის კასეტური იარაღებია ავრცელებენ ნაღმებს, რომლებიც დაუყოვნებლივ არ ფეთქდებიან, არამდედ მოქმედებენ როგორც ჩვეულებრივი სახმელეთო ნაღმები. ისინი, როგორც წესი, შეიცავენ როგორც ქვეითსაწინააღმდეგო, ისე ტანკ-საწინააღმდეგო ნაღმებს.
ქიმიური კასეტური იარაღები
1950-60 წლებში, შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მიერ, შეიქმნა კასეტური იარაღები, რომელთა მიზანი იყო ქიმიური იარაღების გავრცელება.
ამერიკული რაკეტის-Honest John-ის ქობინი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მცირე ზომის ბომბებს, რომელიც გამოიყენებოდა მომწამლავი აირის-ზარინის გასავრცელებლად (1960 წ)
კასეტური საბრძოლო მასალები გამოყენებულ იქნა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომშიც.
საქართველომ გამოიყენა LAR-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, MK4 LAR 160 ტიპის რაკეტების სასროლად, რომელიც შეიცავდა M-85 ტიპის მცირე გაბარიტის ბომბებს. რუსეთმა კასეტური იარაღი გამოიყენა 9k720 „ისკანდერ“-დან გაშვებული ტაქტიკური რაკეტის სახით, რომლის შესახებაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰოლანდიის მთავრობამ გამოიძია ჰოლანდიელი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი.