ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა

ქუვეით

ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.

როგორც გამოცემას აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ქუვეითში, ალი ალ სალემის საჰაერო ბაზაზე ირანის მიერ დრონით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 15 ამერიკელი დაშავდა.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის თქმით, ირანში ოპერაციის დროს 373 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მათგან დაახლოებით 330 უკვე დაუბრუნდა სამსახურს. მისივე განცხადებით, ამჟამად ხუთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.