ქმრისთვის თავის მოსაწონებლად ქალმა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, თუმცა ქმარმა ის მაინც მიატოვა

დეილ გალიო

ნიუ-იორკელმა ქალმა ქორწინების გადასარჩენად ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა დახარჯული თანხის მიუხედავად, მან საწადელს ვერ მიაღწია. წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგების გამო, ქმარმა ის მაინც მიატოვა - წერს The Sun.-ი

54 წლის დეილ გალიომ, ქმრისთვის თავის მოწენების და მათი ქორწინების გადარჩენის გამო გადაწყვიტა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, და ამისთვის მკერდის გადიდების ოპერაცია და აბდომინოპლასტიკა გაიკეთა, რისთვისაც 14,6 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. ქირურგიული ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ოპერაციის შემდგომ ქალს ზურგზე ჭრილობა დარჩა, სწორედ ზურგიდან აიღეს მასალა მისი პლასტიკური ოპერაციისთვის. ამერიკელი აღიარებს, რომ ზურგზე ნაწიბური ამაზრზენად გამოიყურებოდა და უსიამოვნო სუნი ჰქონდა. ამის გამო ქალის ქმარმა 20 წლიანი ქორწინების შემდეგ ის მიატოვა. "მე მას ვეზიზღებოდი“ - ამბობს ქალი ქმარზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალს ზურგზე ჭრილობა შეუხორცდა, მაგრამ სხეულზე შესამჩნევი ნაწიბურები დარჩა. ახლა ის მუდმივად დახურულ ტანსაცმელს ატარებს. ქალი აღიარებს, რომ ნანობს პლასტიკურ ოპერაციას, რომელიც მან ქმრის შენარჩუნების მცდელობისთვის გაიკეთა. „მინდა, ქალებმა იცოდნენ, რომ უბრალოდ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. არ არის აუცილებელი იყოთ სრულყოფილი და გაიკეთოთ პლასტიკური ოპერაცია“, - ამბობს დეილ გალიო.

 ასევე ნახეთ:

„ბარბის ბოტოქსს“ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს - ექიმები შეშფოთებულები არიან

იძებნება იტალიელი „ექიმი“, რომელმაც ასობით ოპერაცია ჩაატარა, 8 კლასის განათლებით