1732386875
„ბარბის ბოტოქსს“ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს - ექიმები შეშფოთებულები არიან
მსოფლიოში „ბარბის ბოტოქსის“ გაკეთების ტენდენცია დაიწყო. აღნიშნულ პროცედურას 20 წლამდე გოგონები მიმართავენ, რათა ცნობილი ფილმის მთავარ გმირს მარგო რობის დაემსგავსონ. ექიმები კი ამ პროცედურას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან ამ ასაკში ბოტოქსის შეყვანამ შესაძლოა მომავალში მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენებას შეუშალოს ხელი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ პროცედურა ცნობილია Trap Tox-ის სახელით და მას აქამდე ზშაკიკისა და მხრის ტკივილის სამკურნალოდ იყენებდნენ. ის ბოტულინური ტოქსინის შეყვანის ფორმით ზურგის ზედა ნაწილის კუნთში. თუმცა ივლისში ფილმ „ბარბის“ გამოსვლის შემდეგ, ამ პროცედურის კოსმეტიკური მიზნებით გამოყენებაზე მოთხოვნა გაიზარდა. TikTok-ზე ჰეშთეგ BarbieBotox-მა 11,2 მილიონი ნახვა დააგროვა.
Revance Therapeutics-ის პრეზიდენტის დასტინ სიუთსის თქმით, ეს პროცედურა „თითქოსდა ათხელებს კისერს და რატომღაც ის ბარბის როლის შემსრულებელს მიაწერეს.“
„ეს არ შველის ნაოჭებს ან მოშვებულ კანს. მათ სურთ კისრის გარშემოწერილობის შემცირება, რათა უფრო ლამაზი და რელიეფური კონტურების კისერი ჰქონდეთ,“ - განმარტა პლასტიკური ქირურგიის ფონდის პრეზიდენტმა სკოტ გლასბერგმა.
ამერიკის წამლის რეგულირების სამმართველო ამ პრეპარატის არა დანიშნულებით გამოყენების შედეგებზე პასუხისმგებლობას სამედიცინო პერსონალს აკისრებს.
„ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ ტოქსინზე დაფუძნებულ ინექციებს 40 წელს გადაცილებული ადამიანები ირჩევდნენ. თუმცა ახლა ექიმები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ამ პროცედურის გამოყენების ზრდით ახალგაზრდა ქალებში. ექიმებმა გაგვაფრთხილეს, რომ პროცედურები, რომლებიც არასაკმარისად კვალიფიციური პერსონალი ატარებს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ზრდის გართულების რისკს,“ - წერს Reuters-ი.
ასევე ნახეთ:
კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, როგორ სასტიკად სცემა მისმა შვილმა კურიერს
VIDEO: „ქუჩაში არ შემხვდეო, დამემუქრა. ვუთხარი, შემხვედროდა და...“- გიორგი თორაძე მუქარებზე