ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით მიდლტონი

ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი მეუღლესთან ერთად, ახალგაზრდა ფოტოგრაფს, უინძორის სასახლეში შეხვდა.

16 წლის ლიზ ჰანტონი დამწყები ფოტოგრაფია, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი წლის დასაწყისში დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

სამეფო ოჯახმა თავად გაავრცელა ქეითისა და 16 წლის ლიზას შეხვედრის ამსახველი ემოციური ფოტო და გოგონას მადლობა გადაუხადა.

გაირკვა, რომ პატარა ფოტოგრაფი, მთელი ქიმიოთერაპიის კურსის დროს, თავისი გადაღებული ფოტოსურათებით ამხნევებდა ქეითსა და უილიამს.

შეხვედრაზე ქეითს შინდისფერი ორეული ეცვა. ლიზას თან ახლდნენ მისი ოჯახის წევრებიც.