ქარიშხალი „მილტონი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა

ქარიშხალი „მილტონი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა

ქარიშხალი „მილტონი“, რომელმაც აშშ-ის ფლორიდის შტატს გადაუარა, პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე დაეცა, რამაც მეტეოროლოგებს შესაძლებლობა მისცა ინფორმაცია ქარიშხლის შესახებ დაეზუსტებინათ.

ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს წუხელ დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც Reuters-ი იუწყება, ქარიშხლის გამო ამ დრომდე ორ მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.