1734793091
ქარიშხალი „მილტონი“ მეორე კატეგორიამდე დასუსტდა
აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „მილტონი“ შესუსტებულია და ახლა უკვე მეორე კატეგორიის ქარიშხალს წარმოადგენს და მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს შეადგენს.
ამის მიუხედავად, შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ „მილტონი“ კვლავ სახიფათოა და რეგიონში წყალდიდობები და ძლიერი ქარი ფიქსირდება.
სანამ ქარიშხალი ფლორიდისკენ მიემართებოდა, მას მეხუთე კატეგორიის შტორმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა ის ნელ-ნელა სუსტდებოდა. სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.