ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
ჩინელმა ქალმა ყოფილი შეყვარებული გაქურდა, რათა ახლანდელ პარტნიორთან ქორწილი აღენიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი World of buzz-ი ავრცელებს.
ჩინელი ქალი ჩჟოუ სტუმრად მივიდა ყოფილთან და მოატყუა, რომ ისევ მასთან ერთად უნდოდა ყოფნა. მასზე შეყვარებულ 43 წლის კაცს ძალიან გაუხარდა და მასთან ერთად საყიდლებზე წავიდა, თანაც 10 ათასი იუანი (4,023 ლარი ) წაიღო. სავაჭრო ცენტრის შემდეგ, წყვილი პარკში შევიდა, სადაც 31 წლის ქალმა კაცს „დაფარულ ადგილას“ წასვლა შესთავაზა.
კაცმა გაიხადა და საკუთარი თავის ხეზე მიბმის საშუალება მისცა. ამ დროს კი ქალმა წაართვა ტანსაცმელი, მობილური და საფულე. ჩინელმა კაცმა გათავისუფლება რამდენიმე საათში შეძლო.
რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციელებმა შეძლეს ჩჟოუს დაკავება, რომელმაც უკვე მოასწრო ფულის დახარჯვა. პოლიციაში ქალმა აღიარა, რომ მან და მისმა ახლანდელმა შეყვარებულმა სამსახური დაკარგეს და ბინის ქირის ფულიც აღარ ჰქონდათ. ამის გამო, ჩჟოუს ახლანდელმა პარტნიორმა უთხრა, რომ ფულს თუ იშოვიდა, ის მას ცოლად მოიყვანდა.
წყვილი სასამართლოს წინაშე წარდგება.