ევროვიზია 2025 - ცნობილია, რომელ ქვეყანას დაუწერა საქართველომ 12 ქულა
1747522028
შეკვეთილი ხორცსაკეპი მანქანის ნაცვლად სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებმა მიიღო მაკაროვის პისტოლეტი.
სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებმა ინტერნეტით ხორცსაკეპი მანქანა შეუკვეთა და შედეგად მიიღო მაკაროვის საბრძოლო პისტოლეტი და შვიდი ტყვია - საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ამანათი 1 აპრილს მიიღო. თავიდან ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე ძალიან შეეშინდა: სახლში ორი ბავშვი იყო და იარაღი საერთოდ არ ჰგავდა სათამაშოს. შედეგად, მყიდველმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ იარაღი ძებნილთა სიაში არ იყო. გამყიდველს, რომელმაც საქონელი „გამოგზავნა“, ახლა ეძებენ.