ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, სასამართლო დავა მოიგო

მაკგრეგორი

ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, სასამართლო მოიგო - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლომ ქალის სამოქალაქო სარჩელი, რომელშიც ნიკიტა ჰენდი კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, დააკმაყოფილა და სპორტსმენს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიელი სპორტსმენი ნიკიტა ჰენდს თავს 2018 წელს, დუბლინში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დაესხა.

კონორ მაკგრეგორს დაზარალებული ქალისთვის 248 000 ევროს (206 000 ფუნტი სტერლინგი) ოდენობის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

წყარო: