ქალმა „გარდაცვლილი“ შვილი 17 წლის შემდეგ იპოვა, ჩვილი დედას ნათესავმა მოჰპარა (ჩინეთი)

ახალშობილი

ჩინეთში ქალმა „გარდაცვლილი“ შვილი 17 წლის შემდეგ იპოვა. ცაიხუნი დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იყო, თუმცა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია და სკოლაში სწავლობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ცაიხუნმა შვილი თავისი მამიდაშვილის სახლში გააჩინა, ვინაიდან ყოფილი ქმრის ეშინოდა. მშობიარობის დღეს რძალმა ცაიხუნს უთხრა, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადა. ცაიხუნი აცხადებს, რომ გართულებული მშობიარობის გამო საწოლიდან ვერ დგებოდა და არ ჰქონდა საბაბი, რძლის სიტყვებში ეჭვი შეეტანა. რძალმა უთხრა, რომ ჩვილს ორივე ფეხი პარალიზებული ჰქონდა, და დაარწმუნა ცაიხუნი, შვილზე უარი ეთქვა. მოგვიანებით მამიდაშვილმა ცაიხუნს უთხრა, რომ ახალშობილი გადაცივების გამო გარდაიცვალა.

ცაიხუნმა იპოვა მოზარდი, რომელიც ძალიან ჰგავდა მის ყოფილ ქმარს, და გადაწყვიტა დნმ-ის ტესტი ჩაიტაროს. შედეგებმა აჩვენა, რომ მოზარდი ცაიხუნის შვილია. როგორც აღმოჩნდა, მამიდაშვილმა მას ახალშობილი მოპარა, შემდეგ კი ბავშვი ცაიხუნის რძლის დამ იშვილა.