ქალი, რომელმაც ესსე - „როგორ უნდა მოკლა ქმარი“ დაწერა, - ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ნენსი

ენსი კრემპტონ ბროფი გახლავთ ესსეს ავტორი, სახელწოდებით - „როგორ უნდა მოკლა ქმარი". ის ქმრის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ნენსი 63 წლის ქმრის, დენიელის მკვლელობაში დამნაშავედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ცნო. ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ ნენსი ანგარებით მოქმედებდა - მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ქმრის სიცოცხლის დაზღვევით ფულის მიღება უნდოდა. ნენსი ამ ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ფინანსური პრობლემები უკვე თითქმის მოგვარებული ჰქონდა, შესაბამისად, ქმრის მოკვლის მოტივი არ ჰქონია.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა, რომ მკვლელობის დღეს ნენსი ქმრის სამუშაო ადგილთან - კულინარიულ ინსტიტუტთან იმყოფებოდა. ამასთან, ნენსის ზუსტად იმ მოდელის იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც დენიელი მოკლეს.

ნენსის სასჯელის ზომას ივნისში განუსაზღვრავენ. მისი ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს