ქალი, რომელიც ცდილობდა შვილები თოჯინებად ექცია - დინა აზიზოვას დაუჯერებელი ისტორია

თოჯინები

დედა წლების განმავლობაში ცდილობდა, შვილები თოჯინებად ექცია. მოზარდები სკოლაში არ დადიოდნენ, არც თანატოლებთან ურთიერთობდნენ და არც ქუჩაში გადიოდნენ. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა, სანამ ბავშვებმა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დედისაგან თავის დაღწევა თავად არ მოახერხეს.

დინა მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. ის საკმაოდ მკაცრ პირობებში იზრდებოდა. გოგონა ბავშვობაში თოჯინებზე ოცნებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თოჯინა და სხვა სათამაშოები მისთვის არავის უყიდია. ამიტომ, როდესაც 13 წლის ასაკში ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო, პირველი ხელფასით სწორედ თოჯინა იყიდა. მამას არ სურდა, რომ დინას თოჯინებით ეთამაშა, ამიტომაც მისი საყვარელი თოჯინა ცეცხლში ჩააგდო და დაწვა. 

გოგონა 17 წლის ასაკში დაოჯახდა. თუმცა, ქმარი მოძალადე და ალკოჰოლიკი აღმოჩნდა და მას ხშირად სცემდა. მასთან 1 შვილი შეეძინა, თუმცა ახალშობილ გოგონასთან, დილარასთან ერთად ის უზბეკეთში გაიქცა და თავის გადარჩენა სცადა. იქ მან რუსლანი გაიცნო. მაღალ, სიმპათიურ მამაკაცს ახალგაზრდა გოგონა არ აინტერესებდა. დინამ ყველაფერი გააკეთა, რომ მასზე დაქორწინებული, თუმცა რუსლანი ქორწინებაშიც კი მის მიმართ გულგრილობას იჩენდა. ამიტომაც, ქალმა გადაწყვიტა, მასზე შური ეძიებინა და მათთან სახლში ტელევიზორის შემკეთებელთან უღალატა. მამაკაცისაგან, სახელად სუიუნი მას 3 შვილი შეეძინა.

დინა დარწმუნებული იყო, რომ რუსლანი ამ გზით იეჭვიანებდა და მის დაბრუნებას შეეცდებოდა, თუმცა საპირისპირო ეფექტი მიიღო. მამაკაცმა ცოლის მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა.

ბავშვები იზრდებოდნენ, მარტო მათი რჩენა ძალიან უჭირდა, ამავდროულად, სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებდა და თაღლითობასაც მიმართა. გოგონას კერვის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა, ამიტომაც ქალაქ უსტ-კატავაში ის ცნობილი მკერავი გახდა. პარალელურად, ქალი აცხადებდა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ხალხს დახმარებისათვის ფულს ართმევდა. მან შვილები სახლში გამოკეტა. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვები იმ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა გარეთ ისინი არავის უნახავს. ამავდროულად, დინა საკუთარ 3 შვილს თმას ქერად უღებავდა, მაკიაჟს უკეთებდა, სპეციალურ ტანსაცმელს უკერავდა, რომ ისინი თოჯინებს მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ. მეტიც, პარიკებიც შეიძინა, რომ სახლში მათი სახით ბარბის თოჯინის ზუსტი ასლები ჰყოლოდა. უფროსი გოგონა, რომელიც პირველი ქორწინებიდან შეეძინა, მათთან აღარ ცხოვრობდა.

„6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად სცადა, რომ ჩემთვის თმა შეეღება. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით და იქ ადამიანები შენიშვნას აძლევდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ბავშვისთვის თმა არ შეეღება. დიანამ თმა 6 წლის ასაკში შეიღება. დედა ვიდეოებს გვიღებდა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა." - გაიხსენა ქალის ერთ-ერთმა გოგონან, დინარამ.

ბავშვებს მაცივრიდან საკვების დამოუკიდებლად გამოღება, გარეთ გასვლა, ტელევიზორის ჩართვა ან მობილური ტელეფონის აღება ეკრძალებოდათ. წლების განმავლობაში ბავშვების რაციონი კარტოფილის, მაკარონის, პურისა და ჩაისგან შედგებოდა. ხორცს თვეში ერთხელ ჭამდნენ. ბავშვებს ხშირად სცემდა, ნებისმიერი რამის გამო შეიძლებოდა, რომ გაბრაზებულიყო. ბოლოს ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ შვილებს დანითაც ემურებოდა. 

როგორც ამბობენ, რუსლანს ყოფილი ცოლი საერთოდ აღარ ახსოვდა. მაგრამ, მოულოდნელად კაცს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქალს თავად შეეხმიანა. დინაც საყვარელი მამაკაცის ყურადღებით გახარებული იყო და მზად იყო, მას ყველანაირად დახმარებოდა. მასთან გაემგზავრა კიდეც, თუმცა ქალაქში კიდევ უფრო დეპრესიულ მდგომარეობაში დაბრუნდა. ფულით, რასაც ტანსაცმლის კერვისაგან იღებდა, თოჯინებს ყიდულობდა. ქალი იმ ზომამდე მივიდა, რომ ბავშვები სახლიდან რომ არ გაქცეულიყვნენ, ღობეზე სათვალთვალო კამერები დააყენა.

ბოლოს, ერთმა ნაცნობმა გადაწყვიტა, რომ ბავშვს დახმარებოდა. სახლიდან გაიყვანა, დინარა პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დედის მიმართ საჩივარი დაწერა.

ბავშვები სახლიდან წაიყვანეს, ხოლო, როდესაც დინამ გაიგო, რომ შვილებმა უღალატეს და მას სასჯელი ელოდა, სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავის თოჯინებთან ერთად დაიწვა.

ასევე ნახეთ:

კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს

„დაწინაურება და ბონუსი გელოდებათ“ – ვის გაუმართლებს თებერვლის ბოლო დღეებში

თვისებები, რომლებიც უშლის ხელს ქალს, შეხვდეს ნამდვილ სიყვარულს