1741293501
ქალი ჩაჯდა ტაქსიში, რომელიც რამდენიმე წუთში განათების ბოძს შეეჯახა – დაღუპულია მძღოლიც და მგზავრიც (ათენი)

ტრაგედია ათენში - პირეოსის მთავარ გამზირზე, 61 წლის ქალმა ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და დანიშნულების ადგილისკენ გადაადგილება დაიწყო, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 64 წლის ტაქსის მძღოლმა დიდი სიჩქარე განავითარა, გზიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
ამ დროისთვის შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი, რეანიმაციაში მოათავსეს, უმძიმესი დაზიანებებით, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.