პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანადა რუსეთის 1000-მდე მოქალაქეს, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი მარკო მენდიცინო „ტვიტერზე“ წერს.
„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. სწორედ, ამიტომ ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ, დაახლოებით, 1000 რუსს, მათ შორის, პუტინსა და მის თანამზრახველებს კანადაში შემოსვლას,“- წერს მინისტრი.