პუტინმა ხელი მოაწერა კონტროლის დაწესებას ორი უცხოური ფირმის ქონებაზე რუსეთში

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დროებითი კონტროლი დაუწესდა ორი უცხოური ენერგეტიკული კომპანიის რუსეთში არსებულ ქონებას, რაც აჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი სხვა კომპანიების წინააღმდეგაც გადადგამს მსგავს ნაბიჯს.

ბრძანება, რომელშიც ლაპარაკია შესაძლო სამაგიერო ზომებზე, თუკი რუსეთს ქონებას ჩამოართმევენ უცხოეთში, აჩვენებს, რომ მოსკოვმა უკვე გადადგა ნაბიჯები გერმანული კომპანიის, Uniper SE-ის რუსული დანაყოფის და ფინეთის Fortum Oyj-ის ქონებასთან მიმართებით.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთს დასჭირდა სასწრაფო ზომების გატარება აშშ-ის და სხვა ქვეყნების ნაბიჯებზე პასუხად, რომლებიც, ბრძანების თანახმად, "არამეგობრული და საერთაშორისო კანონთან შეუსაბამო" იყო.