ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
რუსეთმა თავი ჩიხში ჩაიგდო, მაგრამ მაინც შეუძლია ომიდან გამოსვლა. ამისათვის საჭირო იქნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რუსეთი ახლა ვერ გაჩერდება, რადგან ეს მხოლოდ დააჩქარებს მის დაყოფას და განადგურებას. რუსეთმა თავი ჩიხში ჩაიგდო, მისგან გამოსვლა ნამდვილად შესაძლებელია. ეს იმის აღიარებაა, რომ ეს ყველაფერი მოხდა შეცდომით, გასცდა 1991 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებს“ - ამბობს ბუდანოვი.
მისი თქმით, გარკვეული მოსამზადებელი პროცესები პუტინის ხელისუფლებიდან გადაგდების მიზნით უკვე მიმდინარეობს.
„არის მეტოქეობა, არ არის ერთი კანდიდატი [პუტინის მემკვიდრეზე], არის რამდენიმე. ზოგიერთი მათგანის შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა“ - თქვა დაზვერვის უფროსმა.