„ერთ-ერთი კლიენტისგან დავრჩი ორსულად...“ - ტრეფიკინგის მსხვერპლი შშმ ქალის უმძიმესი ჩვენება
1739044582
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მალე პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.