ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
1755188294
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სკოლებში ახალი საგნის „პატრიოტული განათლების" შემოღებას აპირებს, რათა ბავშვები რუსული ღირებულებებს ადრეული ასაკიდანვე ეზიარონ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror კრემლის სოციალური პროექტების ხელმძღვანელზე, სერგეი ნოვიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იქნება სოციალურ ღირებულებებზე, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. მისი მიზანია „რუსული საზოგადოების სულიერი და მორალური საფუძვლების გაძლიერება".
როგორც ცნობილია, ბავშვები ახალი საგნის გავლას 5 სექტემბრიდან დაიწყებენ.