პუტინი: რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ახალი ტერიტორიების აღიარება სჭირდება

პუტინი

ტერიტორიული რეალობების საერთაშორისო აღიარება რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას „მნიშვნელობა აქვს“.

„ერთი საქმეა - როდესაც გადაწყვეტილებები აღიარებულია და გარკვეული ტერიტორიები რუსეთის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება, და შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე და გამოიწვევს რუსეთისგან საპასუხო ზომებს“, - აღნიშნა პუტინმა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება აღიარება, მაგრამ არა უკრაინისგან დღეს“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.