პუტინი: რუსეთი მზად არის, დააფიქსიროს, რომ ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს

პუტინი

რუსეთი მზად არის, დააფიქსიროს, რომ ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმების განხილვისას, ყველაფერი უნდა გადავიდეს დიპლომატიურ ენაზე.

„იმიტომ, რომ ერთი საქმეა, ზოგადად, ვთქვათ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს, ჩვენთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, მართლა, ჩვენ არასდროს ვაპირებდით ამას, მაგრამ თუ მათ უნდათ, რომ ჩვენგან ეს მოისმინონ, კარგი, მოდით, დავაფიქსიროთ ეს. პრობლემა არ არის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„იქ არიან ადამიანები, მეჩვენება, რომ ისინი ოდნავ არანორმალურები არიან, ან რაღაც თაღლითები, რომლებსაც ამის სანაცვლოდ რაღაცის მიღება უნდათ, როდესაც საჯაროდ თავიანთ მოსახლეობას, თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ „რუსეთი ემზადება ევროპაზე თავდასხმისთვის“ და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი პოტენციალი“, - დასძინა მან.