1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ორ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს, ჯამში 10-ზე მეტი დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო მეთაურის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.
„ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერა მოხდება, ლიდერები უშუალოდ მოაწერენ ხელს ორ მთავარ დოკუმენტს - რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობის ურთიერთობების გაღრმავების და სტრატეგიული ურთიერთქმედების ახალ ეპოქაში შესვლის შესახებ“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
უშაკოვის თქმით, ორი დოკუმენტის გარდა, ჯერ კიდევ ბევრი დოკუმენტი მუშავდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა განსხვავებულ სფეროებზე გადავიდეს.
როგორც ცნობილია, სი ძინპინი 20-22 მარტს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.