რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებების გასამართად, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი სამთავრობო არხთან აკეთებს. კრემლის ლიდერის თქმით, ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციიდან ამის მზაობა იქნება. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში კრიზისის თავიდან აცილება ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე და ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვა ამ კომუნიკაციაზე. აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ყოველთვის მქონდა საქმიანი, პრაგმატული და სანდო ურთიერთობები. არ შემიძლია არ დავეთანხმო ტრამპს იმაში, რომ 2020 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო კრიზისი უკრაინაში, რომელიც წარმოიშვა 2022 წელს.
ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის უკრაინის თემაზე, მაგრამ არის საკითხებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმის ამჟამინდელმა მეთაურმა გამოსცა ბრძანება მოლაპარაკებების აკრძალვაზე. როგორ შეიძლება ახლა მოლაპარაკებების განახლება, თუ ისინი აკრძალულია?
უკეთესი იქნება, შევხვდეთ, მშვიდად ვისაუბროთ აშშ-სა და რუსეთის საერთო ინტერესებზე. ჩვენ მზად ვართ. მაგრამ ვიმეორებ - ეს, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.