1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 22 ნოემბერს ერევანში ჩავა, სადაც 23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების სამიტი გაიმართება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ სომხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციას ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შესახებ კრემლიც ავრცელებს, მაგრამ მოსკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ერევანში პუტინის ვიზიტზე არაფერი წერია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რომელიც 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში გაიმართება. მის მაგივრად ინდონეზიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აგზავნიან.