რა სიმპტომები აქვს „ჰონკონგის გრიპს“ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს
1766687079
ამერიკელი რეპერი, შონ დიდი კომბსი იგივე Puff Daddy ციხის ვადაზე ადრე დატოვებას ცდილობს . ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
უცხოური გამოცემის ცნობით, სკანდალში გახვეული რეპერი სამშაბათს სასამართლოს წინაშე ახალი, სააპელაციო სარჩელით წარდგა, რომელშიც განაჩენის გაუქმებასა და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
შეგახსენებთ, რომ შონ დიდი კომბსი 2024 წელს დააკავეს. მას პროსტიტუციის საქმესთან დაკავშირებით 50 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდების მხარის განცხადებით, რეპერი ყოფილ პარტნიორებს სექსუალური ხასიათის შოუებში მონაწილეობას აიძულებდა. ადვოკატების მტკიცებით, კასანდრა ვენტურაზე მან ფიზიკურადაც იძალადა.