„პრინცი ჰარი ოჯახის წევრებთან ვეღარ დაჯდება” – როგორი იქნება მეფე ჩარლზის კორონაცია

სამეფო ოჯახი

მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონია ოფიციალურად 2023 წლის 6 მაისს შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ რამდენიმე წლის წინ დატოვეს, ჩარლზს მაინც სურდა ჰარი მისი კორონაციის ოფიციალურ ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრებოდა. 

როგორც ბრიტანული ტაბლოიდები იუწყებოდნენ, მეფე ჩარლზის გადაწყვეტილებას პრინცი უილიამი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მომავალმა მეფემ წყვილი მაინც დაპატიჟა. 

გავრცელებული ინფორმაციიდან კარგად ჩანდა, რომ ჰარი კორონაციას მარტო დაესწრებოდა, მეფე ჩარლზმა აღნიშნა, რომ საწყენია მისთვის, რომ ღონისძიებაზე მეგანი არ იქნება, თუმცა მოხარულია, რომ ჰარი დაესწრება.


ბრიტანულმა ტაბლოიდებმა ამჯერად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი კორონაციის ცერემონიის სამეფო ოჯახის წევრებისგან ათი რიგის დაშორებით დაჯდება. მას სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან, პირველ რიგში ჯდომის უფლება არ ექნება.