პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კოლუმბიაში ჩავიდნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბოგოტაში ჩავიდნენ.

ტელეარხის ცნობით, პრინცი ჰარი და მეგანი კოლუმბიის დედაქალაქში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებიან. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებებში, რომელთა ვიზიტიც ბავშვების ონლაინ ზიანისგან დაცვაა.

სამეფო წყვილი უკვე შეხვდა კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტს, ფრანსია მარქეზს.

წელს ეს ჰარის და მეგანის მესამე საერთაშორისო ვიზიტია. მანამდე წყვილი კანადასა და ნიგერიაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი არ არის ოფიციალური და სასექსები კოლუმბიაში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენენ - წყვილმა სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი ჯერ კიდევ 2020 წელს თქვა.