პრეზიდენტ ტრამპის მანდატი ნათელია, ესაა მშვიდობა უკრაინაში და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ - სტივ უიტკოფი

სტივ უიტკოფი

 პარიზში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინის მოკავშირეებმა დეკლარაცია მიიღეს. მსურველთა კოალიცია და ამერიკა თანხმდებიან, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იზრუნებენ. შეთანხმება ელისეის სასახლეში გაფორმდა.

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მთავარი მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა.

“პრეზიდენტ ტრამპის მანდატი ნათელია - ესაა მშვიდობა უკრაინაში, და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. ფაქტობრივად დასრულებულია უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა, უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს: ომის დასრულება საბოლოო იქნება. პარალელურად, ძალიან ახლოს ვართ ძლიერი ეკონომიკური შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც კონფლიქტის შემდგომ უკრაინისთვის უპრეცედენტო პერსპექტივას შექმნის. ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინას ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული თემაა. დისკუსიები გრძელდება და ვცდილობთ, მივაღწიოთ შესაძლო კომპრომისებს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.