თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
1743233722
პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტია „იმპულსის“ აქტივისტები სკანდირებდნენ „ევროპა“ და „სირცხვილი ფიდესს“.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ პრაიდის ღონისძიებები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ბავშვებისთვის და აკრძალვის მიუხედავად, ისინი გეგმავენ ღონისძიების ჩატარებას.
შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.