„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
პოლონეთში ავტობუსი, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ, ავარიაში მოყვა. ამერიკელი სამხედროები გერმანიიდან ლიეტუვაში მიემგზავრებოდნენ. არსებული ცნობებით, სამი ავტობუსიდან ერთ-ერთი, რომელიც ვროცლავის მიმართულებით მიდიოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა სამხედრო. ავტობუსით სულ 35 ადამიანი მგზავრობდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა.