პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იდენტიფიცირებულია ორი ადამიანი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გასულ კვირას სარკინიგზო მაგისტრალის საბოტაჟზე. ტუსკის მტკიცებით, მათი მიზანი სარკინიგზო კატასტროფის გამოწვევა იყო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილებმა პოლონეთის ტერიტორია დატოვეს და ბელარუსში გადავიდნენ. ერთ-ერთი ადრე დაუსწრებლად გასამართლებულია ლვოვის სასამართლოს მიერ საბოტაჟისთვის.

ცნობისთვის, ინციდენტი პოლონეთში 16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის მაგისტრალზე მოხდა.