„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პოლონეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დოკუმენტებს წვავენ და ბევრს გაახსენდა, რომ რუსები უკრაინასთან ომის დაწყებამდე კიევშიც იგივეს აკეთებდნენ. მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: მაშინ რუსები დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სწრაფ გამარჯვებაში, ახლა - უფრო პირიქით, - ამ შინაარსის პოსტს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი წერს.
„ერთი თვეა უკრაინას ებრძვის და ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, ჯარი უნადგურდება, ეკონომიკა თავზე ენგრევა და რისი ორ ფრონტზე ომის მწარმოებელია ეგ? კი ბატონო, შეიძლება არა მხოლოდ დაემუქროს პოლონეთს, არამედ მეტ გამწვავებაზეც წავიდეს: გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები, მოაწყოს პროვოკაციები. მაგრამ ამით რას მიაღწევს? ვერც ვერაფერს.
მოსკოვს შეიძლება ერჩივნოს იმის თქმა, რომ ნატოსთან აგებს და არა უკრაინასთან. უკვე მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საშუალო დონის ჯარიც აღარ ჰყავს რუსეთს. ნატოსთან კონვენციურ ომში სულ რამდენიმე დღეში ბოლომდე განადგურდება რუსეთი და ეს კრემლშიც კარგად იციან.
ომის შემდეგ მუშტების ქნევას უფრო ჰგავს რუსეთის მუქარები პოლონეთის მიმართ. თუ მკითხავთ, ბირთვულ იარაღს ხომ არ გამოიყენებს, გიპასუხებთ: ერთი, ეგ არც ისე მარტივი საქმეა და მეორე, სადაც 30 მეტრში არავის იკარებს სიკვდილის შიშით, მაგხელა რისკზე წამსვლელ ტიპს ნაღდად არ ჰგავს. არავინ აპირებს რუსების შანტაჟს დაემორჩილოს. ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთის იმპერია კი დაინგრევა!“, - წერს ბატიაშვილი.