პოლონეთი გეგმავს ახალი კანონის შემოღებას, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს

სოციალური მედია

პოლონეთი გეგმავს ახალი კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას და პლატფორმებისთვის ასაკის ვერიფიკაციის სისტემის ამოქმედებას მოიცავს.

ამის შესახებ პოლონეთის განათლების მინისტრმა, ბარბარა ნოვაკამ „ბლუმბერგ ნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის მმართველი კოალიცია დღეს წარადგენს პროექტს, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები დაგეგმილია იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც ახალ რეგულაციებს 2027 წლამდე არ აამოქმედებენ.

„ჩვენ ვხედავთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ვხედავთ მათი ინტელექტუალური კომპეტენციის დაქვეითებას“, – განაცხადა პოლონეთის განათლების მინისტრმა.

როგორც მედია წერს, მსგავსი რეგულაციების ამოქმედებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის დანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ბრიტანეთში, გეგმავენ.

მედიის ცნობით, ამ ინიციატივამ შესაძლოა, ვარშავა ისეთ ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებთან დაპირისპირებაში ჩააგდოს, როგორიცაა Meta და X.