როდის გამოიდარებს საქართველოში

 ამინდი

27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმს. შესაძლოა, მოგვიანებით წვიმა თოვლჭყაპშიც გადაიზარდოს.

„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგს ესაუბრა და ჰკითხა, როდის გამოიდარებს საქართველოში.

„დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი-ზესტაფონის მიდამოებში შესაძლოა, დღეს წვიმა თოვლჭყაპში გადავიდეს. მთიან რაიონებში თოვლია. ველოდებით, რომ დღის ბოლოსკენ დედაქალაქის შემოგარენში წვიმა თოვლში გადავიდეს. ხვალაც ასეთი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ნალექის შესუსტებას ველოდებით უახლოეს მომავალში. 

პირველიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეწყდება ნალექი, თუმცა ცალკეულ რაიონებში მაინც დარჩება. 2 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში 2-ის ჩათვლით არის ცივი ამინდები. მაინც ის კვირაც მაინც არამდგრადი რჩება. 

1-ელ მარტამდე საქართველოში დაახლოებით იქნება 2-4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო 3 რიცხვიდან დაიწყება ტემპერატურის მომატება“,- განაცხადა მეტეოროლოგმა.