პოლიციამ დააკავა 68 წლის პენსიონერი დედა, რომელმაც შვილის მკვლელობა დაქალთან ერთად დაგეგმა - (რუსეთი)

მილიცია

მოსკოვში დააპატიმრეს პენსიონერი და მისი მეგობარი. მათ პროკურატურა ერთ-ერთი დაკავებულის შვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ასაკოვანი ქალები ბრალს არ აღიარებენ, მათ პროკურატურის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

პროკურატურის მასალების მიხედვით, დედა-შვილს ქონებრივი დავა ჰქონდა. 68 წლის დედას მეგობარი დაეხმარა კილერის დაქირავებაში. კილერმა კი საბოლოოდ, უარი თქვა დანაშაულის ჩადენაზე და დედის და მისი მეგობრის გეგმის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

პოლიციამ დაქალები მაშინ დააკავა, როდესაც მათ ფული და მამაკაცის ფოტო „შემსრულებელს“ გადასცეს.

ასევე ნახეთ:

„მინდა გაგიზიაროთ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება“ - თათია შარანგია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანი

✕