ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
1772208745
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პარასკევს დილით პირობა დადო, რომ „ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სული უდგას“ - ეს განცხადება მოჰყვა გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში „ლეიბორისტების“ მძიმე მარცხს, სადაც პარტიამ არასახარბიელო მესამე ადგილი დაიკავა - გამარჯვებულ მემარცხენე „მწვანეებსა“ და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმას“ შემდეგ, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის“.
„მისი პარტიის წევრებს შორის უაღრესად ცოტას თუ სჯერა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდება“, - ნათქვამია სტატიაში.
ამ შედეგმა, რომელიც ერთ-ერთი უარესია „ლეიბორისტების“ ბოლო დროინდელ ისტორიაში, კიდევ უფრო გაამწვავა მწვავე დებატები სტარმერის სახიფათო მდგომარეობისა და იმ კურსის შესახებ, რომლითაც მას პარტია მიჰყავს.
მთავრობის ექვსმა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა და ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით POLITICO-ს განუცხადა, რომ ისინი არ ელიან პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ამ შედეგის ფონზე, რომელიც ორმა ადამიანმა ცალ-ცალკე „ყველაზე ცუდ სცენარად“ შეაფასა.
მაისში დაგეგმილ ეროვნულ და ადგილობრივ არჩევნებში მოსალოდნელი მორიგი გამანადგურებელი მარცხი განიხილება მომდევნო „გარდამტეხ წერტილად“, რომელმაც შესაძლოა წერტილი დაუსვას მის პრემიერობას.
სტარმერი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ ვითარების გამოსწორება შეუძლიათ და სტრატეგიის ძირეული ცვლილება საჭირო არ არის. პარასკევს გამართულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ თავისი ლიდერობის მორიგ მასშტაბურ „გადატვირთვას“ გეგმავს შიდა თუ გარე კრიტიკოსების დასარწმუნებლად.
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
1772208745