„ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს...“ - ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1767950992
გამოცემა Politico-ს ცნობით, გრენლანდიის კონტროლზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ევროკავშირში ამერიკის პრეზიდენტთან პირდაპირ კონფრონტაციაზე ალაპარაკდნენ.
ევროპელი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბზარი კიდევ უფრო ღრმავდება და ევროპამ ამერიკის გეოპოლიტიკურ ამბიციებს მკაცრი პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს, ბრიუსელმა ვაშინგტონს წითელი ხაზები უნდა განუსაზღვროს.
თუმცა Politico აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან მას უნარი არ აქვს, ვაშინგტონს შეეწინააღმდეგოს.