ალექსანდერ ვინიკოვი: NATO-ს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ემყარება საჭიროებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, ყველა სახელმწიფოს უფლებაა, თავად განსაზღვროს საშინაო და საგარეო პოლიტიკა

ალექსანდერ ვინიკოვი

ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავისუფლად და გარე ჩარევის გარეშე განსაზღვროს თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ნატო-ს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან ეფუძნება საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ ვინიკოვმა, აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვინიკოვის თქმით, ნატო მხოლოდ იმდენად არის ჩართული, რამდენადაც ამას პარტნიორები მოითხოვენ და მოკავშირეები გადაწყვეტენ.

როგორც  ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ალიანსი ყოველდღიურად არ კარნახობს არანაირი საშუალებით და არ აიძულებს თანამშრომლობას.

„ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის თხოვნებს და პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების სულისკვეთებით, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად ვუპასუხოთ იმ სფეროებს, რომლებიც აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების საჭიროებებს და სადაც ნატოს შეუძლია ღირებულების დამატება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო სამეზობლოში და, უფრო ფართოდ, ტრანსატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მხრივ“, – აღნიშნა ალექსანდერ ვინიკოვმა.