Politico: ევროპარლამენტი სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეისწავლის

ევროპარლამენტის რეზოლუციის განახლებულ პროექტში გამოთქმულია წუხილი „საქართველოში სტალინის მზარდი კულტისა და საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამო, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა“

ევროპარლამენტი სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეისწავლის - ინფორმაციას ამის შესახებ "პოლიტიკო" ავრცელებს. ჯგუფის შექმნის ინიციატორი ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი, მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიაა".

ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცეს "სოციალისტებმა" და "დემოკრატებმა", ასევე "განახლებული ევროპის" და "მწვანეების" წარმომადგენლებმა. EPP, დაფინანსების გამჭვირვალობაზე მიუთითებს . „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებულ ყველა კონტრაქტს.