მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით
1768249633
ევროკავშირმა ირანს, შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას Politico ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე კაია კალასზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანს სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეს პროტესტების ჩახშობის გამო, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა.
„მზად ვარ შევთავაზო ახალი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ გამოყენებული მკაცრი რეპრესიების გამო“, - ციტირებს გამოცემა კალასს.
Politico წერს, რომ თეირანის წინააღმდეგ სანქციები უკვე მოქმედებს ადამიანის უფლებათა დარღვევის, ბირთვული იარაღის გამავრცელებელი საქმიანობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარდაჭერის გამო.