9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპა არ არის პასუხისმგებელი მარტომ დაუჭიროს უკრაინას მხარი რუსეთთან ომში. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც კალასმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის კულუარებში განაცხადა, აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით აქტუალურია იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებს.
„ის იყო ერთადერთი, რომელმაც პირობა დადო, რომ მკვლელობებს დაასრულებდა. შესაბამისად, ეს ტვირთი ჩვენი არ არის“, - თქვა კალასმა.
როგორც Politico იუწყება, კალასმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპელი ოფიციალური პირი ტრამპის პოზიციის ცვლილებას უკრაინის სასარგებლოდ მიესალმება, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თეთრი სახლის ლიდერი სინამდვილეში მინიშნებას იძლევა იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის პროცესიდან გავა და პასუხისმგებლობას მოიხსნის, წერს გამოცემა.
„აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს“, - დასძინა კალასმა.
„ამერიკა ნატოს უძლიერესი მოკავშირეა. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ნატომ, ეს ნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკამ“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.