მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოაჩენს მის თითქმის სრულ დამოკიდებულებას უცხოურ წიაღისეულ საწვავზე.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება დიდწილად შეჩერებულია, თუმცა ეს ეს ფაქტი ევროპაზე დაუყოვნებლივ გავლენას არ იქონიებს, რადგან ჰორმუზის სრუტეზე გამავალი ნავთობისა და გაზის უმეტესი ნაწილი აზიისკენ მიემართება.
„ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების თქმით, მიწოდების შეფერხება გლობალურ ფასებს მაინც გაზრდის, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ევროპაზე. ნავთობის ეტალონური მარკა „ბრენტი“ ორშაბათს დილით, ვაჭრობის დაწყებისას, 9%-ზე მეტით გაიზარდა და თითქმის 80 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც გასული წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროკავშირის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბლოკი ნავთობის უმეტეს ნაწილს ამჟამად აშშ-დან, ნორვეგიიდან, ყაზახეთიდან და ლიბიიდან იღებს - არცერთი სახელმწიფოდან ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის გავლით არ ხდება.
ანალოგიურად, ბლოკი გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) 60%-ს აშშ-ისგან იღებს, შემდეგ მოდიან ალჟირი და რუსეთი. სპარსეთის ყურის მწარმოებელი კატარი, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი LNG ექსპორტიორია, 2025 წლის მესამე კვარტალში ევროპის LNG-ის მხოლოდ 6%-ს აწვდიდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
„თუმცა, ეს სავარაუდოდ შეიცვლება. ევროკავშირი უკვე იმყოფება რუსული ნავთობისა და გაზისგან განთავისუფლების პროცესში და სულ უფრო მეტად წუხს იმაზე, რომ მისი მზარდი დამოკიდებულება აშშ-ზე LNG-ის მიწოდების კუთხით სარისკოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.„ვფიქრობ, ევროპისთვის ეს პანიკის მომენტია. 4 წლის წინ [რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ] გვქონდა მსგავსი პრობლემები, თუმცა ამჯერად გვაშფოთებს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ კატარი, აშშ-იც... ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც სხვა წყაროებზე დამოკიდებულება გავზარდეთ, ჩვენი მოწყვლადობაც გავზარდეთ“, - აცხადებს ენერგეტიკული ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი ანა მარია იალერ-მაკარევიჩი.