მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა დღეს განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის დარტყმები მიზნად „რეჟიმის ცვლილებას“ არ ისახავს, თუმცა აღიარა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვალა.
„ეს არ არის ე.წ. რეჟიმის შეცვლის ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით მხოლოდ მოიგებს“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ომი არ დაუწყია და ამტკიცებს, რომ ირანი „ცალმხრივ ომს ამერიკის წინააღმდეგ“ ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა.
„ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მას დავასრულებთ“, - დასძინა ჰეგსეთმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში ირანელ ხალხს მიმართა და თქვა: „ამერიკა მხარს გიჭერთ დამანგრეველი ძალითა და უდიდესი სიმტკიცით. ახლა არის დრო, ხელში აიღოთ საკუთარი ბედი და გაათავისუფლოთ აყვავებული და დიდებული მომავალი, რომელიც თქვენს ხელთაა“.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.